კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე FBI-მ უარი განაცხადა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე FBI-ს ექპერტების ჩართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, FBI-მ განმარტა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედის.

როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI- ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული ფეისბუქისთვის“ და გუგლისთვის“, -განცხადა ლომჯარიამ.

FBI-ს პოზიციასთან შეკითხვები აქვს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს. მიხეილ რამიშვილი ითხოვს, გასაჯაროვდეს ის ტექსტი, რა ტექსტითაც მიმართა პროკურატურამ FBI-ს და რასაც მოჰყვა ამერიკელების უარი საქმეში ჩართვაზე.

„ვითხოვთ, გამოაქვეყნონ FBI-ის რა წერილი, რა მოთხოვნა, რა ინფორმაცია გადაუგზავნა გენერალურმა პროკურატურამშინაგან საქმეთა მინისტრმა ბრძანა, თუ საჭიროდ ჩავთვლით, მერე მივმართავთ FBI-ისო, .. გენერალურმა პროკურორმაც არ ჩათვალა საჭიროდ და შეცვალა ტექსტი. გამოაქვეყნოს მაშინ ბატონმა გენერალურმა პროკურორმა ტექსტი თუ შეცვალა და რა პასუხი მიიღო. მაინტერესებს, რა წერილი გაუგზავნეს, იმიტომ, რომ პირველი წერილი სულ სხვა შინაარსის იყო და იქიდანაც პასუხი სულ სხვა იყო. ახლა რა ინფორმაცია გამოიტანა ქალბატონმა ნინომ, ეს სხვა კითხვის ნიშნას აჩენს“, – განაცხადა რამიშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი FBI-ს ჩართვას მას მერე ითხოვდა, რაც მათ ქართული საგამოძიებო ორგანოების მიმართ უნდობლობა გამოხატეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button