Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საპარლამენტო არჩევნებში 66 პოლიტიკური პარტია იბრძოლებს

43

ცესკოს ინფორმაციით, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა.

ცესკოს, ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაასრულა. პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა) და შესაბამისად იწყება პარტიული სიების შემოწმების და შემდეგ უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, – პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი