კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

რუისპირში მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს

5 სექტემბერს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მომხდარი მკვლელობის შესახებ, რადიო ჰერეთისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 42 წლის ვანო ხანჯალიაშვილისაგან, ბრალდებული მანქანის საფასურზე 1000 ლარის დაკლებას ითხოვდა.

გარიგებაში გარდაცვლილსა და იყალთოში მცხოვრებ ბრალდებულს შორის, რომელსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, შუამავლობას სოფელ რუისპირში მცხოვრები პირი უწევდა.

გარდაცვლილი ხანჯალიაშვილის ძმის ინფორმაციით, ვანო ხანჯალიაშვილი ბრალდებულმა სახლიდან ღამით გაიყვანა და შუამავლის სახლთან ტაქსით წაიყვანა.

თავად შუამავალი ყვება, რომ მის სახლთან მისულ პირებს შორის, კონფლიქტი არ შეუნიშნავს.

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების განმარტებით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ მკვლელობა ჩაიდინა, ჯერჯერობით დაკავებული არ არის და მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ რუისპირში, მანქანის გაყიდვის გამო დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა.

გარდაცვლილია 1978 წელს დაბადებული ვანო ხანჯალიაშვილი, რომელიც შესაკეთებელ მანქანებს ყიდულობდა და შესაბამისი რემონტის შემდეგ, ყიდდა.წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე, ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ატარებს.რუისპირში ხანჯალიაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული

ხანჯალიაშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული

 

მსგავსი პოსტები

Back to top button