მნიშვნელოვანისიახლეები

„ღირსეული პარტნიორი 2020“ იწყება

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ (Noble Partner 2020) რომელშიც 5 ქვეყნის 2700-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას, ხვალ, 7 სექტემბერს დაიწყება.

სხვადასხვა სახის სწავლებები 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.

საერთაშორისო წვრთნის ოფიციალურ გახსნამდე, 1 სექტემბერს  ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე C-130 საფრენი აპარატებით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის მიერ გაერთიანებული ძალებით მხარდაჭერის ოპერაცია – ძალების დესანტირება განხორციელდა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო.

წელს მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. ამერიკული ჯავშანტექნიკა საქართველოში 4 სექტემბერს შემოვიდა.

ღირსეული პარტნიორი საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება. წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია – ძალა პარტნიორობაშია.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button