fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“დროება” რადიოეთერშიც გავა

მედიაჰოლდინგმა ჰერეთმა, 1 თვის წინ დაიწყო ტელეკომპანია "ფორმულას" სხვა გადაცემების ტრანსლირებაც.

335

დღეიდან, 6 სექტემბრიდან, გიორგი თარგამაძის ყოველკვირეული სატელევიზიო ჟურნალი “დროება” რადიოების: თბილისის FM93.5, ჰერეთისა FM102.8 და ციტრუსის FM97.3 პირდაპირ ეთერშიც გავა.

სწორედ დღეიდან იწყებს “დროება” ახალ სატელევიზიო სეზონს. გადაცემა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და რადიოსადგურების როგორც FM სიხშირეზე, ასევე ინტერნეტ მაუწყებლობით და აპლიკაციებითაც გავრცელდება.

მედიაჰოლდინგმა ჰერეთმა, 1 თვის წინ დაიწყო ტელეკომპანია “ფორმულას” სხვა გადაცემების ტრანსლირებაც.

ყოველდღე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით დღის 17:45-18:30 და 21:00-22:30 დროის მონაკვეთში  „ფორმულას“ სატელევიზიო პროექტები: „კომენტარი“,„სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა”,„გიორგი თარგამაძის ფორმულა“, ნინო ჟიჟილაშვილის და ვახო სანაიას „პოლიტმეტრი“პირდაპირი ეთერის რეჟიმით რადიოფორმატშიც გადის.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი