Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა საქართველოში

527

როგორც სპეცილურ ვებგვერდ stopcov.ge-ze წერია, საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით 34 ახალი პაციენტიდან 6 არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, 2 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა, 1315 გახდა. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 342 ინფიცირებული მკურნალობს. აქედან 3 კრიტიკულად მძიმეა, 16 მძიმე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობილი გახდა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, გარდაცვლილია 74 წლის პაციენტი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, შემდეგ კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. თუმცა, პაციენტი გზაში გარდაიცვალა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, პანდემიის გავრცელების დროიდან, საერთო ჯამში, კორონავირუსის 516 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 157 და გარდაცვლილია 5 ადამიანი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი