fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“აბა თქვენ იცით!” – სააკაშვილი არჩევნებამდე არ ჩამოვა

276

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინა დღეებში დაანონსებული სატელევიზიო მიმართვა წმინდა გიორგის ფონზე გაავრცელა.

მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებს, მოწინააღმდეგეებს და ასევე იმ ხალხს მიმართა, ვინც „გადაუწყვეტელია“ და არ არის ჩამოყალიბებული, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი. ქრისტიანებს შეახსენა სიწმინდეები და საქართველოს ისტორია.

ვიდეო მიმართვაში, რომელიც ტრადიციულად სააკაშვილისეულ PR- ელემენტებს შეიცავდა, მიშამ განაცხადა რომ ყველა კატეგორიის ხალხთან ერთად აპირებს თანამშრომლობას, რადგან ისტორიის მანძილზე მრავალი ერები გაქმქრალან, მათ შორის წარმატებულები გაქრნენ და შეწყვიტეს არსებობა.

„რა თქმა უნდა არ გვინდა რომ ეს ბედი ეწიოს საქართველოსაც“, – ამბობს სააკაშვილი და ვარაუდობს, რომ თუ დღევანდელი ტენდენცია გაგრძელდა, 5 წელიწადში მოსახლეობა 1,5 მილიონამდე შემცირდება. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არამარტო შემოსავლის, არამედ უკვე სახლ-კარის გარეშეც დარჩება. სააკაშვილის თქმით, ასევე საგარეო ვალი საგანგაშო ნიშნულზეა და უარეს დონეს მიაღწევს.

„ჩვენი ერი არის გაძარცვული და დამცირებულ მდგომარეობაში, მაგრამ, მას არ დაუკარგავს ღირსება“, – ამბობს სააკაშვილი. მაგრამ, იმავდროულად მისი აზრით საქართველო არის დიდი წარსულის და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურს მქონე ქვეყანა.

„ჩვენ ვართ ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა“, – ამბობს მესამე პრეზიდენტი.

მისი თქმით, დღეს როცა აბსოლურტური უმრავლესობისთვის, ვინც დღე და ღამე ლუკმა-პურის ძებნაშია, მათთვის ძალიან ძნელია დაინახოს ის მასშტაბები, რაც პოტენციალიც საქართვეოს აქვს.

„ჩემი ხედვა არის ისეთი საქართველო, სადაც თითოეული თქვენგანი იქნება მდიდარი“, – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, მდიდარი საქართველო ნიშნავს, რომ თითოეულ ბავშვს ექნება საშუალება წავიდეს თანამედროვე საბავშვო ბაღში, წავიდნენ სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც იქნება საუკეთესო პროგრამები სწავლისთვის; ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იქნება ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული და არ იქნება გავრცელებული ნარკოტიკები.

ასევე, მშობლებს არ მოუწევთ უცხო ქვეყანაში გადახვეწა, რომ შვილები გამოკვებონ. დასაქმების რესურსს კი საქართველოშივე, იმავე ლაზიკის მშენებლობა-განვითარებაში ხედავს.

მისი თქმით, ასეთ ქვეყანაში პენსიონერებს მკურნალობის ან წამლების სიძვირის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

„ჩემთვის მდიდარი საქართველო არის ქვეყანა, სადაც სახელმწიფო არ ერევა ადამიანების პირად ცხოვრებაში“, – ამბობს სააკაშვილი.

„31 ოქტომბერს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის არჩევნები იმისა, მუდმივად ვიქნებით სიღარიბეში თუ არა, დაგვედგომება ქვეყანაში თუ უნდა ვიფიქროთ წასვლაზე. ეს არის არჩევნები გვექნება თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა არ უღალატა ჩვეულებას და კვლავ მოიხადა ბოდიში, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფო ზოგჯერ იყო ზედმეტად ხისტი და უსამართლო.

სააკაშვილს სიტუაციის გამოსწორებისთვის სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება წარმოუდგენია. ის ამბობს, რომ პოლიციის უფროსები არასამთავრობოების და ოპოზიციის მნიშვნელოვანი მხარდამჭერით უნდა აირჩნენ; სასჯელაღსრულება უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს და უწყების ხელმძღვანელი მხოლოდ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით უნდა აირჩეს.

სააკაშვილის თქმით, უზენაეს სასამართლოში ამერიკელი და უცხოელი სპეციალისტები უნდა მოვიწვიოთ, ქვედა დონეებზე კი ხალხმა უნდა აირჩიონ მოსამართლეები.

„მე საკუთარ თავზე გამოვცადე რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო“, – ამბობს სააკაშვილი.

მისი თქმით, სამართლიანი სასამართლო რომ არ არსებობს საქართველოში, მისი შეცდომაც არის და ამ შეცდომას აღარ გაიმეორებს.

„სასამართლო იქნება ისეთი, რომ ჩვენს რეგიონში ყველა სასიამოვნოდ გაკვირვებული იქნება და ხალხი დაცული“, – პირობას დებს სააკაშვილი.

მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, სააკაშვილი ამბობს, რომ მზად არის იტვირთოს ეს ფუნქცია, თუმცა, არა ხანგრძლივად.

„ვიქნები პრემიერმინისტრი მაქსიმუმ 2 წელი, რათა ქვეყანა ამოვათრიოთ ჭაობიდან. მე ვარ მზად, კვირაში 7 დღე 24 საათი ვიმუშაო და ყველამ ერთად, ფართო ფრონტით შევძლოთ ჩენი ქვეყნის გადარჩენა“, – ამბობს სააკაშვილი.

რაც შეეხება საქართველოში მის ჩამოსვლას, სააკაშვილი ამბობს, რომ ჩამოვა ისეთ დროს და ისეთ პირობებში, რაც არ გამოიწვევს ხალხში დაპირისპირებას და არეულობას.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი