კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

თელავში დაკარგული ბავშვები პოლიციამ გომბორზე იპოვა

სამართალდამცავებმა გოგონებს გომბორის უღელტეხილზე, თბილისის მიმართულებით, ფეხით მიმავლებს მიაგნეს.

ამ წუთებში არასრულწლოვნები თელავის პოლიციის სამმართველოში გადაჰავთ, სადაც მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

შეგახსენებთ, თელავში მცხოვრები 14 და 13 წლის დები, დღეს, 8 სექტემბერს, ყვარლის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსიდან თელავის ერთ-ერთ ქუჩაზე ჩავიდნენ და გაუჩინარდნენ. მანამდე, ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში, ბებიასთან იმყოფებოდნენ.

ბავშვები სახლიდან ჩუმად გაიპარნენ, თელავში მამის დედასთან ჩავიდნენ და უთხრეს, რომ ოჯახის უფროსებმა მობილური ტელეფონები ჩამოართვეს.

ყვარლის მიმართულებით მიმავალ მიკროავტობუსში, ისინი სწორედ მამის დედამ ჩასვა.
ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს დილითვე მიმართეს. მათი ინფორმაციით, გოგონებს პრობლემები არ ჰქონიათ.

პოლიცია არასრულწლოვან დებს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button