მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

საბურთალოზე ფასიანი საათობრივი პარკირება იწყება

10 სექტემბრიდან, თბილისში, პეკინის გამზირზე და მის მიმდებარე ქუჩებზე საათობრივ-ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდება. განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირისა და მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება. მოსახლეობამ უნდა მიმართოს იქ განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებს, სადაც ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ავტომობილები დაარეგისტრირონ, რადგან ამ ქუჩაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოდის, ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ხოლო მოსულ სტუმრებს 15 წუთი ექნებათ უფასო, ხოლო საათის ღირებულება იქნება 1 ლარი.

გარდა ამისა, პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ვისაც ელექტრომობილები ჰყავს და ასევე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის, რისთვისაც სპეციალური სივრცეები იქნება განკუთვნილი“, – განმარტა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი შარშან, აგვისტოდან უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზისა ქუჩაზე და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორაზე. ქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად ყველა რაიონში განხორციელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button