მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

ვინ იქნება „ოცნების“ სიაში – პრეზენტაცია მთაწმინდაზე გაიმართება

დღეს, 10 სექტემბერს, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო სიის პრეზენტაციას მთაწმინდის პარკში გამართავს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მმართველი გუნდი დაასახელებს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურასაც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზენტაციის გამართვამდე სიის შემადგენლობაზე არ ლაპარაკობენ, თუმცა, წინასწარ რამდენიმე ინფორმაცია გახდა ცნობილი.

მაგალითად, ნუკრი ქანთარია, იოსებ მაკრახიძე და თემურ ჭკუასელი „ოცნების“ სიაში აღარ იქნებიან. ასევე, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, სიის სათავეში სავარაუდოდ იქნებიან შემდეგი მაღალჩინოსნები: გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი. მედიაშივე გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა „ოცნების“ ხუთეულში ვიხილოთ ყოფილი ჟურნალისტი ეკა ბერიძე, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მეუღლეა.

როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდარტები ქვეყნის მასშტაბით ივლისში წარადგინა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაცია 20:00 საათზეა დაგეგმილი და დეტალური ინფორმაციაც მაგ დროს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, საარჩევნო სიის პრეზენტაციას დაესწრება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button