მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ქართულმა ოცნებამ” პარტიული სია წარადგინა

“თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

ბიძინა ივანიშვილი

“მადლობა ყველას ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ახლაც. მინდა იცოდეთ, რომ მე და ჩემი გუნდი ამ ნდობას ვაფასებთ და ძალიან ვუფრთხილდებით. სწორედ ეს ნდობა და მხარდაჭერა გვიმტკიცებს რწმენას, რომ ჩვენ თქვენთან ერთად წავიყვანთ ქვეყანას წინ, განვითარებისკენ და წარმატებისკენ, თითოეული ოჯახის კეთილდღეობისკენ. “ქართულ ოცნებას” აქვს ამის ნება და რესურსი. ამ პარტიის შექმის იდეაც სწორედ ეს იყო და არის. საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა, სადაც ადამიანი და მისი ღირსება არის დაცული, ყველას შეუძლია საკუთარი შრომით ოჯახის რჩენა, სადაც სტაბილურობა და განვითარება გარანტირებულია. სადაც სუსტს ეხმარებიან, ნიჭს ახალისებენ, თავდადებას აფასებენ, ფესვებს უფრთხილდებიან და მომავალზე ზრუნავენ. სადაც თითოეულის წარმატებისთვის თანაბარ პირობებს ქმნიან. სადაც ხელისუფლება ხალხის სამსახურშია და არა პირიქით.

“ჩვენი პარტია ამ გზას ადგას და პირობას გაძლევთ, კვლავაც თავდაუზოგავად იმუშავებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მიღწეული და ვიზრუნოთ წინსვლაზე, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, თითოეული თქვეგანი იყოს უკეთ, ვიდრე გუშინ იყო. საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე გუშინ იყო. უფრო ახლოს იყოს ქვეყნის გამთლიანებასთან, უფრო ახლოს იყოს ევროპასა და ნატოსთან, დემოკრატიის სტანდარტები იყოს უფრო მაღალი, კიდევ უკეთ იყოს დაცული ადამიანის უფლებები. ეკონომიკური წინსვლა იყოს ყველასთვის თვალსაჩინო და ხელშესახები. შევძლოთ გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება, რომ აღარ გვყავდეს სოციალურად დაუცველი არც ერთი მოქალაქე. ჩვენ ამას შევძლებთ. და ამის რწმენას მაძლევს მოტივირებულ პროფესიონალთა ის გუნდი, რომელიც დღეს აქაა წარმოდგენილი. თითოეული თქვენგანი მზადაა ემსახუროს ხალხსა და ქვეყანას. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი შემძლე არიან გაუმკლავდნენ თავიანთ საქმეს, დარჩნენ იდეისა და საქმის ერთგულნი და ხალხი და ქვეყანა განსაცდელს აარიდონ.” – განაცხადა ივანიშვილმა.

მოისმინეთ ბიძინა ივანიშვილის ხმა.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის პირველი ოცეული მმართველმა პარტიამ ფუნიკულიორზე წარადგინა. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და სიის პირველ ნომრად გიორგი გახარია დაასახელა.

 

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად და საარჩევნო სიის მეორე ნომრად არჩილ თალაკვაძე დასახელდა.

#3 – ირაკლი კობახიძე იქნება.

#4 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

#5- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე;

#6 – კახა კუჭავა;

#7 – გიორგი კახიანი;

#8 – მარიამ ქვრივიშვილი;

დავით კაჭარავა, რაგბისტი

#9 – მიხეილ სარჯველაძე;

#10 – მაია ბითაძე;

#11 – მიხეილ დაოშვილი;

#12- გიორგი ამილახვარი;

#13- ვიქტორ სანიკიძე;

#14 – მაკა ბოჭორიშვილი;

#15 – შალვა პაპუაშვილი;

#16 – დავით კაჭარავა;

#17 -ნიკოლოზ სამხარაძე;

#18- გიორგი ხელაშვილი;

#19 – მარიამ ლაშხი;

#20- ბექა დავითულიანი.

მოისმინეთ ირაკლი კობახიძის ხმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო აჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სრულად წარადგინა და მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

იხილეთ წარდგენის სრული ვიდეოჩანაწერი

მსგავსი პოსტები

Back to top button