Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

თურქეთი მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციისთვის 1,5 მლნ ლირას გამოყოფს

49

თურქეთი საქართველოს, მარნეულის აეროდრომის მოდერნიზაციისთვის, 1,5 მილიონი თურქული ლირის ეკვივალენტის აშშ დოლარს (დაახლ. 200 ათასი) გამოუყოფს. აღნიშნული თანხა სამხედრო აღჭურვილობას მოხმარდება.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოჯისტიკის დარგში განხორციელებული ორი ოქმი, სარატიფიკაციოდ, დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თურქეთს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულებების რატიფიცირებას პარლამენტი ყოველწლიურად ახდენს.

თურქეთსა და საქართველოს შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წლის ბოლოს გაფორმდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი