მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს

სტამბოლში ახალგაზრდა ქართველი ქალი მოკლეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალებების ცნობით, სამართალდამცველები ქალის ახლობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მასთან 2 დღის განმავლობაში კონტაქტზე ვერ გავიდნენ.

ადგილზე მისულ პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მას ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილი ქალის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა და გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button