პოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ძალა ერთობაშია” 4 პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკური პარტია”, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”, მოძრაობა “ჩვენ თვითონ” და “პროგრესი და თავისუფლება” საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ძალა ერთობაშიას” სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

“ძალა ერთობაშია” არათუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა. ახალი რესურსი შეემატა, მათ შორის, ინტელექტუალური და პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს.” – თქვა ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

“ჩვენ გვყავს პრემიერობის საერთო კანდიდატი. საერთო მაჟორიტარები და ეს კოალიცია იქნება სწორედ ის, რომელიც დაასრულებს ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმს.” – ამბობს ნიკა მაჭუტაძე.

რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ პოლიტიკა პრინციპები და ღირებულებებია.

“რესპუბლიკელებმა გადავწყვიტეთ, ნაციონალურ მოძრაობასთან გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში “ძალა ერთობაშია”, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა რესპუბლიკელებმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა.” – თქვა სამნიძემ.

მოისმინეთ გრიგოლ ვაშაძის, ხათუნა სამნიძის და ნიკა მაჭუტაძის ხმები.

“ჩვენი ლოზუნგია – დასაქმება, დასაქმება და კიდევ ერთხელ დასაქმება და ამ ლოზუნგზე ვიქნებით კონცენტრირებულნი მომავალი 4 წელიწადი.” – აღნიშნავს “პროგრესი და თავისუფლების” ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button