fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე”

105

“დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.” – ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მეგობრებო, დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება:

“1. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაუბრუნდეს საზოგადოებას: იმ დროს, როცა საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში; ტოტალური ფეიკნიუსების პირობებში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა აიღოს თავზე საზოგადოების ფართო მასების განათლების პრობლემა: როგორ იყვნენ შეიარაღებულები და დაცულები ყალბი ინფორმაციული ნაკადებისგან. მაშინ როცა, საინფორმაციო ომის მთავარი მიზანი საქართველოს საზოგადოების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ჯგუფებად დაქსაქსვაა, ამის საპირისპიროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანი ერთიანი, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებული საქმოალაქო საზოგადოების მშენებლობის ხელშეწყობაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია თანამედროვე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაში მომავალი თაობისთვის წარმატების საჭირო უნარების და სწორი ორიენტირების დასახვაა.

“2. მე წაუგებელ ბრძოლაში შევდივარ: თუ სამეურვეო საბჭო ამირჩევს, მექნება საშუალება საზოგადოებრივი მაუწყებელი გადავაქციო საქართველოს საინფორმაციო სივრცის, საქართველოს საზოგადოების ყალბი საინფორმაციო ნაკადებისგან დაცვის მთავარ პლატფორმად, რომელიც ხელს შეუწყობს მის ერთიან, პროგრესზე და აღმშენებლობაზე ორიენტირებულ სამოქალაქო საზოგადოებად ფორმირებას და დაუსახავს მას თანამედროვე, ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ეპოქაში წარმატებისთვის საჭირო უნარებსა და ორიენტირებს. და ვფიქრობ, ეს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვისაც მნიშვნელოვანი და ღირებული მიზანია. მეორეს მხრივ, ეს არჩევნები ხელისუფლების ტესტია: თუ ხელისუფლების ზეწოლით საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მისი ინტერესების გამტარებელი ჩინოვნიკი მოგვევლინა, საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე „ოცნება“ საკუთარ სახეს აჩვენებს როგორც მოსახლეობას, ასევე – საერთაშორისო საზოგადოებას: როგორ აპირებს ის ზეწოლით და ხელების გადაგრეხვით არჩევნების ჩატარებას.

“3. რადგან ამ ბრძოლაში შევდივარ, იმისთვისაც მზად ვარ, რომ ხელისუფლებამ უკადრებელიც იკადროს: ერთი წლის წინ, როცა თანამედროვე საქართველოში პროფესიონალიზმის ერთ-ერთმა ეტალონმა ქალბატონმა საზმაუს ბორდის წევრობაზე განცხადება შეიტანა, მის სტუდენტს ისეთი სასაცილო, რომ არა სატირალი ყალბი ბრალდებები ათითხნინეს, თავად მოიჭრეს თავი, თორემ ამ ქალბატონს არაფერი დაკლებია. ასე რომ, ჩემთვის და თქვენთვისაც სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერი კამპანია, რომელიც კონკურსის პერიოდში ჩემს წინააღმდეგ იქნება მართული, ხელისუფლების მიერ იქნება ორგანიზებული.

“4. და ამის მიუხედავად, ბრძოლა სჯობს უბრძოლველობას, რადგან ალტერნატივა რუსული გავლენების კიდევ უფრო გაფართოება და ჭაობია.” – წერს ხათუნა ლაგაზიძე Facebook-ში.

მეგობრებო, დღეს შევიტანე განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. რატომ მივიღე ეს…

Geplaatst door Lagazidze Khatuna op Woensdag 16 september 2020

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი