fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში ენმ-ს პედაგოგებსა და დირექტორებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ლევამ მრელაშვილი
1 185

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თელავის საჯარო სკოლების დირექტორებთან ერთად, განცხადება გააკეთა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სკოლის პედაგოგების მუქარასა და დაშინებაში დაადანაშაულა.

ლევან მრელაშვილის ინფორმაციით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები პედაგოგებს აშინებენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

“ამ განცხადების შემდეგ, პედაგოგებზე ხორციელდება მუქარა-დაშინება, ანონიმური ზარებითა და შემოთვლებით, რის გამოც იძულებული ვართ, გავიხსენოთ 2012 წელი, როცა თავად ბოტკოველმა დაგვიბარა რესურსცენტრში თათბირზე და იქ ხერხემალში გადამტვრევით გვემუქრებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ის თავად ავალებს ამას მხარდამჭერებს, მაგრამ ფაქტი ესაა, რომ პედაგოგებს ემუქრებიან.” – განაცხადა მრელაშვილმა.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა უპასუხა და განცხადებას სამარცხვინო უწოდა.

მოუსმინეთ გიორგი ბოტკოველის ხმას

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი