საქართველოსიახლეებისპორტი

ტოჩინოშინის ულამაზესი გდება და დამარცხებული ექსოძეკი

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს მის მსგავსად ყოფილ ოძეკი ტაკაიასუს დაუპირისპირდა და კაკენაგეს ილეთით დაამარცხა მეტოქე.

ბრძოლა ტოჩინოშინისთვის არც ისე კარგად დაიწყო. ქართველმა ვერც ჩავლების აღება მოახერხა და პირიქით, მოწინააღმდეგეს ორივე ხელით მისი მავაშის აღების უფლებაც მისცა. თუმცა, ბოლოს, მაინც ლამაზი გდებით მოიპოვა გამარჯვება.

ეს ტოჩინოშინისთვის მიმდინარე ბაშოზე მეორე გამარჯვება იყო 3 მარცხის წილ. ხვალ ლევანი მისთვის უხერხულ მეტოქე შოდაის დაუპირისპირდება, რომელთან ჭიდაობაშიც ბოლო მძიმე ტრავმა მიიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button