fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარს კეტავს

ალექსანდრ ლუკაშენკო
356

ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან სახელმწიფო საზღვარს კეტავს. ასევე, კონტროლი გაძლიერდება უკრაინის საზღვართანაც. ამის შესახებ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ინფორმაციას ria.ru წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლუკაშენკომ მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა მათ, თავიანთ პოლიტიკოსებს ომის დაწყების უფლება არ მისცენ. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსს არ სჭირდება სხვა სახელმწიფოების მიერ არჩევნების აღიარება. სიტყვით გამოსვლისას, მან სპეცრაზმი საპროტესტო აქციებზე მოქმედებისთვის შეაქო.

“იძულებულები ვართ, ქუჩებიდან გავიყვანოთ ჯარი. ნახევარი არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ და ჩავკეტოთ სახელმწიფო საზღვარი დასავლეთით. უპირველეს ყოვლისა, – ლიეტუვასთან და პოლონეთთან. იძულებულები ვართ, გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთანაც. არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, პოლონეთი ან ლიეტუვა გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება.” – განაცხადა ლუკაშენკომ.

ლინას ლინკევიჩუსი

ლუკაშენკოს განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკიავიჩუსი და ბელარუსის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადეკვატური უწოდა.

ლინკიავიჩუსის განცხადებით, მაშინ, როცა “მეზობელი სახელმწიფო გაბანკროტების ზღვარზეა”, მსგავსი ნაბიჯები გაწონასწორებულად და პასუხისმგებლობით უნდა გადაიდგას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად იმ ქვეყნის საზიანო შედეგს გამოიღებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი