მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის

„არჩევნებზე ამომრჩეველი თერმოსკრინინგს არ გაივლის.“ ამის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.

ცესკომ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშავა და დღეს დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემილოგიური პროტოკოლი.

დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.

ცესკოს ინიციატივით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც უზრუნველყოფენ პანდემიის პირობებში რისკჯგუფებში არჩევნების სრულყოფილად ჩატარებას.

ჩართულ მხარეებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, გაწერილია კენჭისყრის დღეს ჩასატარებელი ყველა აუცილებელი მოქმედება, როგორიცაა თერმოსკრინინგი, პირბადე, დეზინფექცია და ა.შ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფარული კენჭისყრის კაბინეტი ყველა ჰიგიენური ნორმის დაცვით იქნება მოწყობილი. ამასთანავე, არ დაირღვევა ფარულობის პრინციპი.

რაც შეეხება უბანზე შესვლის წესებს, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, თუმცა ვალდებულია, ეკეთოს პირბადე. არქონის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ადმინისტრაცია. ასევე, ყველა ამომრჩეველს ექნება ინდივიდუალური კალმისტარი.

ახალი დადგენილებით განსაზღვრული წესების შესახებ დოკუმენტის ნახვა, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button