პოლიტიკარეგიონისიახლეები

ვანში “ქართული ოცნების” კანდიდატის წარდგენას, ამჯერად, მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო

ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას ამჟერად ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი დაესწრო. ფოტო მასალა მმართველმა პარტიამ გაავრცელა.

მიტროპოლიტი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად, წინა რიგში იჯდა.

18 სექტემბერს “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ეკლესიამ ხელისუფლებას ყოველთვის პატივი უნდა მიაგოს.

მსგავსი პოსტები

Back to top button