კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

შმაგი მუთოშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებულ შმაგი მუთოშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ.

მუთოშვილის ადვოკატის, ბადურ გულიაშვილის თქმით, ბრალის წარდგენა, რუსთავის იზოლატორში მოხდება.

“ბრალს წაუყენებენ რუსთავის იზოლატორში, სადაც ამაჟამად იმყოფება. იქ გადაყვანა მოხდა, კორონა ვირუსის პანდემიის საბაბით. მე უკვე შევხვდი და ის, ბრალს არ აღიარებს. ბრალის წარდგენის შემდეგ 48 საათის განმავლობაში, გამოძიებამ სასამართლოს უნდა მიმართოს და აღკვეთის ღონისძიება მითხოვოს”- განაცხადა გულიაშვილმა.

შმაგი მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის, შეიარაღებული დაპირისპირების დროს გარდაცვლილი, 37 წლის ვისური მუთოშვილის ძმაა.

სამართალდამცავები დაკავებულს, 2020 წლის 29 ივლისს, შურისძიების ნიადაგზე, მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას და იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.

სახლის დაცხრილვის დროს, ქავთარაშვილების სახლში, სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად, არავინ დაშავებულა.

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19/ 109- ე და 236- ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ვერსიას, მუთოშვილების ოჯახი არ ეთანხმება. დაკავებულის მშობლები მიივნევენ, რომ შმაგი მუთოშვილი უდანაშაულოა.

თავად მურად ქავთარაშვილს, პანკისის ხეობაში, 27 ნოემბრის სისხლიანი შეტაკების ორგანიზატორად მიიჩნევენ. თუმცა, მუთოშვილის დაკავების ფაქტზე, ქავთარაშვილების გვარის წარმომადგენლებს, კომენტარის გაკეთება არ სურთ.

შმაგი მუთოშვილის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო, ბრალდების მხარის მიმართვიდან, 24 საათიან ვადაში იმსჯელებს.

წაიკითხეთ ასევე

 

მსგავსი პოსტები

Back to top button