Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები ცნობილია

იხილეთ სია

289

საზოგადობრივი მაუწყებლის დირექტორობის 8-ვე კანდიდატის სია ცნობილია. ტელევიზიის სამეურვეო საბჭომ მათი ვინაობა განცხადებების მიღების შემდეგ გაასაჯაროვა.

ტელევიზიის დირექტორობის მსურველები არიან:

ალექსანდრე ვახტანგოვი – ამავე ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
რევაზ შალიბაშვილი – ერთხელ უკვე იყო დირექტორობის კანდიდატი;
გია ტოგონიძე – მეორე არხის პროგრამების ყოფილი დირექტორი;
გოჩა ტყეშელაშვილი – გადაცემა “ეტალონის” ყოფილი წამყვანი;
ირმა სოხაძე – მომღერალი, სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
თინათინ ბერძენიშვილი – ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პირველი მოადგილე;
ხათუნა ლაგაზიძე – პოლიტოლოგი;
თამაზ ბიბილური – თსუ-ს პროფესორი.

დირექტორი 6 წლის ვადით აირჩევა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ 15 წელია ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აქვს, ვადის ამოწურვამდე, არც ერთ დირექტორს არ უმუშავია.

დირექტორის თანამდებობა ვაკანტური ამ მოვალეობის შესრულებაზემას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღალფერიძემ უარი თქვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა წინასაარჩევნოდ, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, კითხვები არ გაჩნდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის დაწყებამდე, ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი