კრიმინალი

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “ოცნების” მხრიდან ჩვენს სარეკლამო მასალებზე თავდასხმა განხორციელდა

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან მორიგ თავდასხმაზე საუბრობს და საგამოძიებო უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავსი ქმედებები გახშირებულია და აღნიშნული დაჯგუფებები სახელმწიფოს მხრიდან არიან წახალისებულნი.

თეონა ჭალიძე

“ისანში, მეტრომშენის დასახლებაში, კერძოდ, წალენჯიხის 12 ნომერში მორიგი ვანდალიზმის ფაქტი მოხდა. ეს არის თავდასხმა “ქართული ოცნების” აქტივისტების მხრიდან “სტრატეგია აღმაშენებლის” სააგიტაციო საარჩევნო მასალაზე. “ქართული ოცნების” აქტივისტების ასეთი ქმედებები, სწორედ რომ წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიებები არ სრულდება.

“ზოგ შემთხვევაში, – არც დაწყებულა და დამნაშავეები არ დასჯილან.” – ამბობს ჭალიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button