საქართველოსიახლეებისპორტი

აკი ბაშოს მე-8 დღეს ტოჩინიშინმა ოძეკი ტაკაკეიშო ჰატაკიკომით დაამარცხა

დღეს ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში აკი ბაშოს მერვე დღის შეხვედრები გაიმართა.

ტოჩინოშინი აკი ბაშოს ერთ-ერთი ლიდერს (ბალანსი 6:1) და იმპერატორის თასის მოპოვების უპირველეს ფავორიტს, 24 წლის იაპონელ ოძეკი ტაკაკეიშოს (სიმაღლე 175 სმ, წონა 183 კგ) შეხვდა. ურთიერთშეხვედრებში, ტაკაკეიშოს 8 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ტოჩინოშინს კი, – 2.

დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივარს და, რა თქმა უნდა, ტაკაკეიშოსაც, ტოჩინოშინმა სიურპრიზი შესთავაზა და ბრწყინვალე ტექნიკის ხარჯზე, ჰატაკიკომით მოიპოვა გამარჯვება.

რვა დღის შემდეგ, ლევან გორგაძეს 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს და ხვალინდელ ორთაბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში, იმპერატორის თასის მოპოვების მცირე იმედიც კი შეიძლება გაჩნდეს.

ხვალ ლევან გორგაძის მეტოქე კიდევ ერთი ოძეკი, 26 წლის იაპონელი ასანოიამა (სიმაღლე 187 სმ, წონა 174 კგ იქნება. ურთიერთშეხვედრებში, ასანოიამა იგებს 3:2-ს, თუმცა, ალბათ ყველას ახსოვს, რომ 2019 წლის მაისში, ბაშოს მე-13 დღეს, ტოჩინოშინის დამსახურებული გამარჯვება მსაჯების მიუტევებელი შეცდომის გამო გაუქმდა და შედეგად, იმპერატორის თასი 2 დღის შემდეგ, 26 მაისს ასანოიამამ ასწია.

მეტოქეების ბოლო შეხვედრა 2020 წლის იანვარში შედგა და ტოჩინოშინმა იგი შიტატენაგეს ილეთით მოიგო. მიმდინარე ბაშოზე, ასანოიამამ, სტარტზე ზედიზედ განცდილი სამი მარცხის შემდეგ, ზედიზედ ხუთჯერ გაიმარჯვა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს იმპერტატორის თასის მოპოვების შანსს.

მსგავსი პოსტები

Back to top button