Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს თასი – მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

126

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგის შვიდი, ეროვნული ლიგა 2-ის ორი და ლიგა 3-ის ერთი გუნდი იღებდა. წილისყრის შედეგად შემდეგი წყვილები მივიღეთ:

გაგრა – დილა
სამგურალი – თელავი
საბურთალო/დინამო თბილისი – ტორპედო
თბილისი სითი – ჩიხურა/ლოკომოტივი

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 26-28 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი