მნიშვნელოვანი
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
stopcov.ge-ის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3913-ს შეადგენს.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3913
გამოჯანმრთელებული – 1574
გარდაცვლილი – 22
კარანტინის რეჟიმში – 5277
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41