სპორტი

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მარხელმა საქართველოსთან ისტორიული მატჩისათვის შემადგენლობა დაასახელა

ბელარუსის ნაკრების მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევროპირველობის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩისათვის 32 ფეხბურთელს უხმო.

გაფართოებული შემადგენლობაა 3 ოქტომბრიდან მინსკში შეუდგება სამზადისს, თბილისში კი 7 ოქტომბერს გამოემგზავრება.

მეკარეები: ალექსანდრ გუტორი (შახტიორი, სოლიგორსკი), დენის შერბიცკი (ბატე, ბორისოვო), იგორ ჰატკევიჩი (ისლოჩი, მინსკის რაიონი), სერგეი იგნატოვიჩი (დინამო, ბრესტი)

მცველები: ალექსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაქსიმ ბორდაჩევი (ტორპედო-ბელაზი, ჟოდინო), დენის პოლიაკოვი (კაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალექსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო, ბრესტი), ალექსანდრ საჩივკო (შახტიორი, სოლიგორსკი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი), მაქსიმ შვეცოვი
(დინამო, მინსკი), ალექსეი ლეგჩილინი (ნემანი, გროდნო), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი, მინსკის რაიონი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე, ბორისოვო), ივან მაიევსკი, მაქს ებონგი (ორივე ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე დინამო, ბრესტი), ნიკიტა კორზუნი, იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა შახტიორი, სოლიგორსკი), იური კოვალევი, ვალერი გრომიკო (ორივე არსენალი, რუსეთი), ივან ბაჰარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე დინამო, მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი, ჟოდინო)

თავდამსხმელები: მაქსიმ სკავიში (ბატე, ბორისოვო), ნიკოლაი სიგნევიჩი (ხიმკი, რუსეთი), დენის ლაპტევი (დინამო, ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი)

მსგავსი პოსტები

Back to top button