სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირსაც პირველივე წრიდან გამოეთიშა

ერთი წლის წინ ჰამბურგის საჩოგბურთო ტურნირი ნიკოლოზ ბასილაშვილის გაჩემპიონებით დასრულდა, წლეულს კი ქართველი ჩოგბურთელი შეჯიბრებას პირველივე წრიდან გამოეთიშა.

მსოფლიოს რეიტინგში 33-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი დღეს მე-11 ჩოგანს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს, დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა – 4:6 3:6.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენიმე თვით შეჩერებული სეზონის განახლების შემდეგ ბოლო სამ თვეში მეშვიდე თამაში ჩაატარა და მეშვიდედ წააგო.

28 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ცინცინატის „მასტერსის”, ამერიკის ღია პირველობის, კიცბიუელის ტურნირისა და რომის „მასტერსის” მსგავსად, ჰამბურგის ტურნირზეც პირველსავე წრეში დამარცხდა. ამ შეჯიბრებებამდე კი იყო ივლისის გერმანული საგამოფენო ტურნირი, ორი წაგებული მატჩით.

მსგავსი პოსტები

Back to top button