მსოფლიო

მაიკ პენსის თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, თვითმფრინავი აშშ-ის ნიუ-ჰემფშირის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

მედია საშუალებები თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ აფრენიდან ცოტა ხანში თვითმფრინავს ფრინველი შეეჯახა, რის შემდეგაც უსაფრთხოების მიზნით, ეკიპაჟმა უკან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიცე-პრეზიდენტი ვაშინგტონში სხვა თვითმფრინავით დაბრუნდა.

პენსი გილფორდში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა

მსგავსი პოსტები

Back to top button