ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.
თავად რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნულს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ეხმიანება:
„კარგი ვერსიაა. ვთვლი, რომ ყურადღებით შესწავლას იმსახურებს. სამზარეულოში თავად დავამზადე “ნოვიჩოკი”. თვითმფრინავში წყნარად მოვწრუპე ბოთლიდან. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებს და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ “იცხოვრა საკმარისი” – აი, ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო, მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე სულელს, კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემსას ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა,” – წერს ნავალნი ინსტაგრამზე.