fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ალდაგი” 30 წლისაა

ამ თარიღის აღსანიშნად სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად პროექტი „პოსტერების ციფრული საცავი“ განახორციელა.

152

Poster.aldagi.ge ეს არის ონლაინ სივრცე, სადაც თავმოყრილი და ყველასთვის ხელმისაწვდომია მეოცე საუკუნის უნიკალური შინაარსისა და დიზაინის პლაკატები, რომლებიც დამატებით ისტორიულ მასალას იძლევა, როგორც ეპოქის შესასწავლად, ისე წარსულთან რეფლექსიისთვის.

როგორც ჰერეთს “ალდაგში” განუცხადეს, ვებგვერდი poster.aldagi.ge თანამედროვე ციფრული გალერეაა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. ერთი მხრივ, გალერეაში ხელმისაწვდომია საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტულ პლაკატები, მეორე მხრივ, სარეკლამო შინაარსის პოსტერები, რომლებიც ასევე საკმარის ინფორმაციას იძლევა სისტემის რაობასა და სოციალურ ტრენდებზე. აქვე დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს აფიშები, დათარიღებული 60იანი წლებიდან 90-იან წლებამდე.

„ხელში ჩაგვივარდა საბჭოთა დროის პოსტერები, რომლებიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაზღვევას ეხებოდა. მივხვდით, რომ ბევრი რამ არ ვიცით, არა მხოლოდ დაზღვევის მაშინდელ გაგებაზე, არამედ ზოგადად ეპოქაზე. ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცული პოსტერების ათასობით ვერსია, რომელიც საჯაროობას და ხელმისაწვდომობას იმსახურებდა. ასე შეიქმნა პოსტერების ციფრული არქივი, იმისთვის, რომ პროექტი წარსულში არ დარჩენილიყო, გადავწყვიტეთ დაგვემატებინა ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრები, რომლებიც უკვე თანამედროვეობას და ჩვენს დროში არსებულ პრობლემებს ეხება,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.

ალდაგმა 5-მდე დიზაინერთან იმუშავა იმისათვის, რომ პროექტში ასახულიყო თანამედროვეობისთვის აქტუალური საზოგადოებრივი, კულტურული, სოციალური თუ სხვა საკითხები. შედეგად, შეიქმნა ახალი პოსტერების სერია, რომელიც კარგად ასახავს დღეს არსებულ პრობლემებს თუ სოციალურ ტრენდებს. ახლად შექმნილი პოსტერები ეხება თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ოკუპაციის, თვითრეალიზაციის, ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების თემებს.

პლატფორმა ღიაა ყველა იმ არტისტისა და ხელოვანისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჩვენს დროში არსებული პრობლემა თუ საკითხი პლაკატის ფორმატში გადმოსცეს და ამ გზით გამოხატოს საკუთარი იდეა. ალდაგში აღნიშნავენ, რომ Poster.aldagi.ge მუდმივად განახლდება და მას ახალი ციფრული მასალა დაემატება.

“ალდაგი” – 1990 წლიდან პირველი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ქმნის დაზღვევის კულტურას საქართველოში.ალდაგი საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 32%-იან წილს ფლობს.

“ალდაგი” კორპორატიულ და საცალო მომხმარებლებს ქონების რისკების დაზღვევასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს.

 

 

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი