კრიმინალიმნიშვნელოვანი

“კახა გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს

კრიმინალური ავტორიტეტი გალელი კახაბერ ფარფალია რუსეთის ერთ-ერთი ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.

მოკლეს თუ თავი მოიკლა მან, ამის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ იგი ინსულტით გარდაიცვალა. ფარფალიას ნათესავები ზუგდიდში ცხოვრობენ და მათ მომხდარის შესახებ წუხელ შეატყობინეს.

ე.წ. კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია, მეტსახელად „კახა გალსკი“ მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულს ჩხრეკისას კოკაინი და უკანონო იარაღი აღმოაჩნდა.
45 წლის კახაფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ.

ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

კახა ფარფალია “კანონიერ ქურდად” 1999 წელს “მონათლეს”.

მსგავსი პოსტები

Back to top button