სიახლეები

BAT-ი კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინაზე მუშაობას აგრძელებს

BAT-ი COVID-19-ის ვაცქინაზე მუშაობას აგრძელებს.

ამის შესახებ კომპანიის სამეცნიერო კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, დევიდ ო’რაილიმ თამბაქოსა და ნიკოტინის გლობალურ ფორუმზე GTNF-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რაილის თქმით, პოტენციური ვაქცინა, რომელზეც BAT-ის შვილობილი კომპანია – კენტუკის ბიო პროცესინგი (KBP) მუშაობს იმედისმომცემ შედეგებს იძლევა.

“COVID-19-ის პოტენციურმა ვაქცინამ, რომელზეც ვმუშაობთ საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები მოგვცა წინარე კლინიკური კვლევების დროს და ამ შედეგების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოქვეყნეთ. წარდგენილ მონაცემებს ამჟამად აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) სწავლობს. ვაქცინის შექმნის პროცესში ჩვენ წამყვანი კვლევთი ცენტრები გვეხმარებიან, რომლებმაც რეკომენდაციები მოგვცეს, რის საფუძველზეც ვაქცინის ფორმულის მოდიფიცირება მოვახდინეთ. იმედს გამოვთქვამთ, რომ ვაქცინის ბეტა ტესტირებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ,”- განაცხადა BAT-ის სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა დევიდ ო’რაილიმ.

განსხვავებულია ახალი ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია და ის ცხოველური ორგანიზმის ნაცვლად, ვაქცინის წარმოებისთვის მცენარეულ ორგანზმს, კერძოდ კი სწრაფად მზარდ თამბაქოს იყენებს. კომპანიის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელის, დევიდ ო’რაილის განცხადებით, KBP-ის აქვს სათანადო სიმძლავრეები, რათა ყოველკვირეულად 1-დან 3 მილიონამდე დოზა ვაქცინა აწარმოოს.

2014 წელს BAT-ის შვილობილმა -KBP-იმ ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა, კერძოდ კი ის კალიფორნიულ სამედიცინო კომპანია Mapp BioPharmaceuticals-სთან ერთად ებოლას საწინააღმდეგო პრეპარატს – ZMap-ს აწარმოებ

მსგავსი პოსტები

Back to top button