მნიშვნელოვანისიახლეები

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი ღია კენჭისყრით, 8 ხმით აირჩია. ხათუნა ლაგაზიძემ ერთი ხმა მიიღო, ხოლო ირმა სოხაძემ – არცერთი.

კონკურსში თავდაპირველად რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

თინათინ ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო და ამჟამად გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.

ცნობისთვის, თინათინ ბერძენიშვილი 1997 წლიდან დღემდე შემდეგ საქმიანობას ეწეოდა:

1997-1999 – გაზეთი „ქართული ფილმი” – ჟურნალისტი

1999-2000 – ტელე-რადიო კომპანია „აუდიენცია” – ჟურნალისტი

2000-2003 – ტელე-რადიო კომპანია „აუდიენცია” – გადაცემა „მეალომანია” ავტორი და ხელმძღვანელი.

2001-2003 – არტ იმედი – ვიდეო პროდუქციის მენეჯერი

11.05.2003 – კომპანია ტელეიმედი, გადაცემა „კლიპ-ლოტო” წამყვანი

2006-2009 – სადაზღვევო საბროკერო კომპანია NLI LTD – PR მენეჯერი (აზერბაიჯანი)

2012-2013 – საზოგადოებრივი მაუწყებელი – წამყვანი

2011-2014 – საზოგადოებრივი მაუწყებელი – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

2014-2015 – საზოგადოებრივი მაუწყებელი – მერკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი

2015-21.11.2016 – საზოგადოებრივი მაუწყებელი – მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი

21.11.2016-06.01.2017 – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

06.01.2017-დღემდე – საზოგადოებრივი მაუწყებელი – მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორი

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button