მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდსა და ოკუპირებულ გალში კორონავირუსის 12 შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსზე 673 ტესტი აიღეს.

აქედან, 12 პირზე დადებითი პასუხია, მათგან 3 ზუგდიდის შემთხვევეაა, ხოლო 9 არის ოკუპირებულ საბერიოს.

ზუგდიდის სამივე დადასტურებული შემთხვევა ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება.

სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 68 მოქალაქეს შეადგენს.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 63 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 176 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი პოსტები

Back to top button