კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

LIVE: თელავში 29 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ნარკოტიკები გახდა

29 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, თელავის საკარანტინო სივრცეში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ ნარკოტიკების ჭარბი დოზისგან გარდაიცვალა.

რადიო ჰერეთის წყაროს ინფორმაციით, მამაკაცი მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული.

მამაკაცი ოფიციალური ცნობით, 24 სექტემბერს ჩამოვიდა საფრანგეთიდან და განთავსდა თელავში საკარანტინო სივრცეში.

გარდაცვლილი მამაკაცი სასტუმროს პერსონალმა იპოვნა. ცხედარი უკვე გადასვენებულია გურჯაანის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში. მიმდინარეობს ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები.

მოუსმინეთ ჩვენს კორესპონდენტს, ხათუნა გულიაშვილს რომელიც ამ წუთებში თელავში საკარანტინე სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება.

 

ნახეთ ასევე: 

BREAKING: თელავის საკარანტინო სივრცეში 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

მსგავსი პოსტები

Back to top button