იორმუღალოს მოსახლეობა მიწების დაბრუნებას მოითხოვს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობის ნაწილი, რამდენიმე პირის მიერ მითვისებული მიწის უკან დაბრუნებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით, სოფლის ცენტრში, დღეს, 28 სექტემბერს საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები, ხუთ თანასოფლელს, 2012 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, მოსახლეობისათვის საჩუქრად გადაცემული, 42 ჰექტარი მიწის, თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებენ.
“2012 წელს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, პრეზიდენტის განკარგულებით გადმოგვეცა და სანამ ჩვენს სახელზე დარეგისტრირება მოხდებოდა, ადამიანებმა, რომლებიც მაშინ ხელისუფლებასთან იყვნენ დაახლოებული, შემოიარეს, შექმნეს სია, ჩვენ დავამუშავებთ და როცა გაინაწილებთ, მაშინვე დაგიბრუნებთო. 42 ჰექტარი მიწა ჩუმად გაიფორმეს და 2017 წელს უკვე მივხვდით, რომ აღარ გვაძლევენ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, აქიფ ფაშაევმა.
იორმუღანლოში მცხოვრებმა 402-მა ოჯახმა, მიწების უკან დაბრუნების მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.