დღეისათვის კახეთში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის გამყოფილებამ, რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ, ინფორმაციის გაცემა განაახლა.
ცენტრის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, მედიისა და სზოგადოების ინფორმირება კახეთში, ინფიცირების ყველა შემთხვევაზე მოხდება.
“ჩვენ ჩამოვყალიბდით ფორმატზე და ყველა შემთხვევაზე მოგაწვდით ინფორმაციას. დღეისათვის კახეთში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ვირუსი ბოლოს დადასტურდა 28 სექტემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორის მოხუცთა თავშესაფარში და ორიც უკვე დადსტურებულის კონტაქტი. ყველა პაციენტი გადაყვანილია შესაბამის საავადმყოფოში სამკურნალოდ. სულ გვყავს 52 ინფიცირებული, რომელთაგან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია და ბინაზე იმყოფება, მათ შორის ერთი, არასრულწლოვანია. სამი პაციენტი კი, სახლში მკურნალობს”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთში კოვიდ-19- ის დადასტურებული შემთხვევები ასე ნაწილდება: ახმეტა – 16, გურჯაანი – 7, დედოფლისწყარო – 1, ყვარელი – 5, სიღნაღი – 5, ლაგოდეხი – 18.
შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებამ, ინფიცირების შემთხვევების შესახებ, მედიის ინფორმირება 23 სექტემბერიდან შეწყვიტა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.
ამის შესახებ, რადიო ” ჰერეთი”, საკუთარ მსმენელს, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას.