მსოფლიოსიახლეები

მოსკოვი კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგებს გაახანგრძლივებს

მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქში საშემოდგმო არდადეგბი ორ კვირამდე გახანგრძლივდება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ CNN წერს.

„ექიმების და ინფექციონისტების რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავახანგრძლივოთ საშემოდგომო არდადეგები. აღსანიშნავია, რომ შემოდგომაზე აცივებისთანავე ისედაც იზრდება სეზონური ინფექციების რაოდენობა და წელს კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელსაც კორონავირუსი ეწოდება. მივიღეთ გადაწყვეტილება, შემოდგომის არდადეგები გახანგრძლივდეს 5-18 ოქტომბრამდე“, – განაცხადა სობიანინმა.

მერმა მშობლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ და არ წაიყვანონ ბავშვები ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებში, ასევე, ნაკლებად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

„ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ უმჯობესია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან ვირუსი იოლად გადამდებია და უმჯობესია, დავრჩეთ სახლში ან გავისეირნოთ ქალაქგარეთ“, – აღნიშნა სობიანინმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირების 2,217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ივნისის შემდეგ და შესაბამისად, დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობა 287,993-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მთლიანად რუსეთს, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობამ კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე 1,159,573 შეადგინა, გარდაიცვალა 20,385 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button