მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოფელ აკურაში, საპროტესტო აქციის დროს დაშავებული, ზვიად მანასაროვის ოჯახის წევრები პოლიციას ცემაში ადანაშაულებენ

სოფელ აკურაში, საპროტესტო აქციის დროს დაშავებული, ზვიად მანასაროვის ოჯახის წევრები პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებენ.

მანასაროვის მეუღლის, ნინო მანასაროვას ინფორმაციით, მამაკაცს აქციაზე პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამაც მისი შეუძლოდ გახდომა გამოიწვია.

“გზის გათავისუფლებას სთხოვდნენ. ტრაქტორი დაქოქა, უნდა გაეყვანა. მაგ დროს მივიდა ერთი პილიციელი და ჩაარტყა კისერში. ამ დარტყმისგან გაითიშა. დანარჩენებმა გადმოათრიეს ტრაქტორიდან. ვინც ჩაარტყა, გვარი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სოფელ ნასამხრალიდან არის. ჩვენ ვითხოვთ, რომ დაისაჯოს”, – განაცხადა ნინო მანასაროვამ.

ზვიად მანასაროვი, ამ დრომდე თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში იმყოფება, სადაც მას შესაბამის გამოკვლევებს უტარებენ.

საპროტესტო აქცია სოფელ აკურაში ყურძნის ჩაბარების პრობლემას მოჰყვა.

ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად, თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი სატვირთო ავტომობილით გადაკეტეს.

მოგვიანებით, აქციაზე, შეუძლოდ გახდა შეკრების ორგანიზატორი, ზვიად მანასაროვი, რომელიც დაკრეფილი საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებდა.

მანასაროვების ოჯახის მოთხოვნაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, განმარტება არ გააკეთეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button