მნიშვნელოვანისიახლეები

მოსწავლეების ნაწილი კლასებს დაუბრუნდა

1-ელი ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

რაც შეეხება მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, აღნიშნულ ქალაქებში მათთვის სწავლა კვლავ ონლაინ რეჟიმში გრძელდება.

სასწავლო პროცესი დღეიდან ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდა ფოთსა და გორში.

დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელსა იმ კონკრეტულ სკოლებში, სადაც კორონავირუსის შემთსხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებები მთავრობამ გასულ კვირას, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მიიღო. მათივე ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

მიმდინარე სტატისტიკა ასე გამოიყურება: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120
მათ შორის გარდაცვლილი – 39
კარანტინის რეჟიმში – 5445
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მსგავსი პოსტები

Back to top button