მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ნადირობისას, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ ადამიანი იმსხვერპლა

სანადიროდ წასულ მეგობრებიდან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

შემთხვევა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარი-ფოცხო-ეწერის მიმდებარედ, ტყეში მოხდა.

გარდაცვლილი, 33 წლის ახალგაზრდაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.

გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button