კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობამისჯილი პირი იძებნება

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობისთვის პატიმრობამისჯილი პირი, სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიიმალა.

ამის შესახებ რადიო ჰერეთს ინფორმაცია შს სამინისტროში დაუდასტურეს.

“სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მისი აღსრულების და მსჯავრდებულის დაკავების მიზნით პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს”, – განუცხადეს რადიო ჰერეთს სამინისტროში.

საქმე ეხება, 58 წლის მამაკაცს, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა.

დაზარალებული მხარის ინფორმაციით, მსჯავრდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული და პროცესებს არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისი ადგილზე აყვანა ვერ მოხდებოდა.

ასევე ნახეთ: 6 წლის გოგოს მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლეს

 

მსგავსი პოსტები

Back to top button