მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

დე ფაქტო მთავრობამ დროშის დაწვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გალში დროშის დაწვისთვის დაკავებულის მიმართ ე.წ გამოძიება დაიწყო.

დე ფაქტო მთავრობამ აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

როგორც გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარი შეფასებულია როგორც ვანდალური ფაქტი.

“27 წლის ირაკლი ბებუამ, 30 სექტემბერს, ცეცხლის წაუკიდა რესპუბლიკის დროშის ფერის სიმბოლურ ტილოს, რომელიც გალში კულტურის სასახლის შესასვლელთან ეკიდა, “დამოუკიდებლობის” 27 წლისთავთან დაკავშირებით. გალის რაიონის სამართალდამცავი ორგანოების გაერთიანებული ძალებით, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს, მის მიერ ჩადენილი ვანდალური აქტიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში. ბებუა ირაკლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიების დეტალები არ გახმაურებულა. გამოძიება მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება.
ისინი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ. მათი ინფორმაციით, დაკავებული იმყოფება ქალაქ გალში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ირაკლი ბებუას მშობლების თქმით, მათი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია და ხელისუფლებასა და სახალხო დამცველს მიმართავენ, მომხდარის თაობაზე საიერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება მოახდინონ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button