კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საპენსიო აქტივებმა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

ამის შესახებ რადიო ჰერეთს საპენსიო სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით 484-მა ადამიანმა ისარგებლა, მათ შორის:
საპენსიო ასაკის შეუსრულების საფუძვლით – 223 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივსაცხოვრებლად გადასვლის გამო – 1, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 201, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 59 პირმა.

საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ბოლო სამი თვის მანძილზე საშუალოდ 12 000-ზე მეტია.

საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში

მსგავსი პოსტები

Back to top button