საქართველომ პირველი ოქრო მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქრო მოიპოვა.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარაზე ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარიშვილმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი მანუელ ლომბარდო ვაზარით დაამარცხა.
ნახევარფინალურ შეხვედრაში, ქართველმა ჰოლანდიელი ლარს კამფუი იპონით დაამარცხა. 66 კგ-ში მოასპარაზე ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მოპოვებისთვის იბრძოლებს.

ამ ოქროს შემდეგ საქართველოს 1 ოქრო და 2 ბრინჯაო აქვს. ყველა მედალი ძიუდოისტებმა მოიპოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button