მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბათუმში რამდენიმე მაუწყებლის მუშაობა პარალიზებულია

ბათუმში “ტელე-რადიო ცენტრის” კუთვნილ ანძებზე მეხის ჩამოვარდნის გამო, რამდენიმე მაუწყებლისა და პროვაიდერის, მათ შორის რადიო “ციტრუსის” მაუწყებლობა პარალიზებულია.

მედიაჰოლდინგ ჰერეთის დირექტორის რამაზ სამხარაძის თქმით, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რადიო ციტრუსის მაუწყებლობა, რთული პირობების გამო, სავარაუდოდ 5 ოქტომბრიდან აღდგება.

აჭარის რეგიონში უამინდობის გამო რთული ვითარებაა – დაიტბორა სახლები, სარდაფები და ქუჩები, სადაც რთულია გადაადგილება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ადგილობრივ მაშველებს სხვადასხვა რეგიონებიდან კოლეგები სამუშაოების წარმოებაში დაეხმარებათ.

“მეწყრული პროცესების შედეგად არის ერთი სახლი ხევში ჩატანილი, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ ადამიანები. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება დილამდე, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ ამ ადამიანების პოვნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეხმარება შესაბამისი კოლეგები სხვადასხვა რეგიონებიდან, შესაბამისად, როგორც ცოცხალია, ასევე ტექნიკის სრული ძალა იქნება მობილიზებული,”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში შექმნილი სიტუაციის გამო იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მობილიზება ხდება.

ამ წუთებში, 100-მდე მაშველი მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ეძებს. მათ შორის სამი ერთი ოჯახის წევრი- დედა, მამა და მცირეწლოვანი ბავშვია, ორი კი სავარაუდოდ მანქანაში მსხდომი მოქალაქე.

სოფელ ჯოჭოში მეწყერმა მთლიანად მოიყოლა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი. ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახურავის ფრაგმენტი იპოვეს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალაც.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button