მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ჩხოროწყუში, სამ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩხოროწყუს მუნიციპალუტეტში კორონავირუსი სამ ექიმს დაუდასტურდა.
დაწესებულებამ პაციენტების მიღება შეწყვიტა და იქ ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
ექიმების გარდა, ჩხოროწყუში ინფექცია დაუდასტურდა კიდევ ორ პირს. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და სავარაუდოდ, ინფიცირებულთან კონტაქტი საირმეში ჰქონდათ.
მათ გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა ზუგდიდში მოსწავლეს რეპეტირორის კლასტერიდან, ოთხი ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერია, ორი კი ცხელების ცენტრის პაციენტი.
მათი წყარო, ჯერჯერობით, დაუდგენელია. ასევე ხობში ინფიცირებილია უკვე დადასტურებული შემთხვევის ოთხი კონტაქტი, სენაკში კი, ინფიცირებულის 6 კონტაქტი.
კორონავირუსი დაუდასტურდა ე.წ. საბერიოს კლასტერის ოთხ წევრს.
რაც შეეხება სამეგრელოს, რუხის სამედიცინო დაწესებულებებში, 94 პაციენტი მკურნალობს.