მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაიკეტა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, გურჯაანში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დაიკეტა.

1 ოქტომბერს, ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის კოვიდ-19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით, ცენტრის ეპიდემიოლოგები, თვითიზოლაციაში გადავიდნენ. თავად დაწესებულება, მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები კორონა ვირუსზე, ტესტირებებს ატარებდნენ. დაფიქსირებული შემთხვევის გამო, ისინი ბიოლოგიურ მასალას ვეღარ აიღებენ.

ეპიდემიოლოგები ინფიცირებული პირის კონტაქტების გამოვლენაზე, მუშაობას აგრძელებენ.

ჯანდაცვის ცენტრის დახურვაზე, კომენტარი არ გააკეთა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.

ინფორმაცია, რეგიონში არსებული ეპიდემიოლიგიური ვითარების შესახებ, მეორე დღეა არ გაუცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებასაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button