კახეთში”ოცნების” კანდიდატის კამპანია ქეიფით მიმდინარეობს
“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხში ბიზნესმენებს სუფრა გაუშალა.
3 ოქტომბერს გვიან საღამოს, ქადაგიშვილი 50-ზე მეტ ადგილობრივ ბიზმენსმენს, მეწარმესა და ფერმერს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთი რესტორნის ღია სივრცეში შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მათ სუფრაზე უმასპინძლა.
კორონავისრუსის პანდემიის პირობებში, მაშინ როცა მასშტაბური ღონისძებები და წვეულებები აკრძალულია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის ოქლში, სტუმრებთან ერთად დახურულ სივრცეში რამდენიმე საათის განმავლობაში ქეიფობდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ანალოგიური სუფრა გაიშალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტოს სოფელ კაბალშიც, სადაც ქადაგიშვილი ბაგა-ბაღების პედაგოგებს, ადგილობრივებსა და საჯარო მოხლეებს შეხვდა.
თავად ქადაგიშვილი აღნიშნულს წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატის ფარგლებში განიხილავს და ამბობს, რომ ლაგოდეხში ბიზნესმენებმა თავად გამოთქვეს სურვილი წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ მიღება გაემართათ, რაზეც ის დათანხმდა.
რაც შეეხება სოფელ კაბალს, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კაბალში ის დაპატიჟეს ჩაიზე, წყალზე და კანფეტზე.